მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
VERADUR STAIN&ALKALI BLOCK
VERADUR STAIN & ALKALI BLOCK მაღალი დაფარვის უნარის მქონე, თეთრი, წყალზე ბაზირებული, შეფერადებისა და
ლაქებისგან დაცული ფისის შემცველობის გრუნტია, რომელიც სპეციალურად შექმნილია იზოლაციისათვის, შეფერადებისა
და ლაქებისგან დასაცავად, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ფანქრის, გრაფიტის, წყლის გაშრობის, ყავის, ნიკოტინისა
და კვამლის შედეგად დატოვებული ლაქების, ცხიმის, მელნის, ასფალტის, ჟანგის, კრეოზოტის, სიყვითლისა და სხვა
ჭუჭყისაგან. წასმის დროს შხეფებად არ ედება, სწრაფად შრება, გამოიყენება ექსტერიერისა და ინტერიერისათვის,
გამოირჩევა შესანიშნავი დაფარვისა და ძლიერი ადჰეზიის უნარით ცარცისებრ ზედაპირზეც კი. მისი მოხმარება მარტივია,
ზედაპირზე ნაწილდება თანაბრად, ერთგვაროვნად და ქმნის ძლიერ, გამძლე, სწორ და გლუვ ზედაპირს განსაკუთრებით
თანაბარი ზედაპირითა და გაუმჯობესებული მოჭიდების უნარით ყველა ემულსიისა და აკრილის საბოლოო ფენისათვის.
VERADUR STAIN & ALKALI BLOCK–ის გამოყენება უზრუნველყოფს ყველაზე უსაფრთხო დაგრუნტვის მეთოდს დალაქული,
ფორებიანი, კირითა და დაბალი ხარისხის საღებავით დაფარული ზედაპირებისათვის. მისი გამოყენება აგრეთვე
უზრუნველყოფს ზედაპირის ნორმალურ სუნთქვას, წყლის მაღალ გამტარიანობასა და მთლიანად სუნთქვად საფარ
სისტემას. სპეციალური, ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული აკრილის ფისის ფორმულით VERADUR STAIN & ALKALI
BLOCK იცავს ექსტერიერისა და ინტერიერის ისეთ ზედაპირებს, როგორიცაა: ახალი ბეტონი (გარეცხილი, მზა და ბლოკ
კონსტრუქცია), ახალი თაბაშირი, თაბაშირ–მუყაო, ცემენტზე ბაზირებული საშუალებებით გასწორებული ზედაპირი და
მზა შერეული, წყალზე ბაზირებული, თხევადი ფითხი. უმაღლესი დაფარვის უნარისა და სითეთრის გამო განსაკუთრებით
რეკომენდებულია გრუნტის შუა ფენად, როდესაც სასურველ შედეგს წარმოადგენს ძალიან მუქი ფერის შეცვლა ნათელი
ტონით, რაც საგრძნობლად ამცირებს საღებავის გამოყენების რაოდენობას საბოლოო საფარზე. იგი არ შეიცავს ამიაკს და
გააჩნია უმნიშვნელო სუნი.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./10-12მ² ერთ ფენაზე. დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურაზე, პროდუქტის
გაზავებასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3-4 საათის შემდეგ. ძლიერ
დალაქულ ზედაპირზე ფენების წასმას შორის დროის შუალედი უნდა შეადგენდეს 24 საათს. ცივი ან ნესტიანი ამინდის
პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები