მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
  • ხის ფერები
  • ორ კომპონენტიანი აკრილის გრუნტი
  • წყალზე ბაზირებული პროდუქცია
  • პოლიესტერის პროდუქცია
  • ორ კომპონენტიანი პოლიურეთანის პროდუქცია
პროდუქტები


VERNILAC S.A დაარსებულ იქნა 1960 წელს და 50 წელზე მეტი მიუძღვნა მაღალხარისხოვან საღებავებს, მოიპოვა რა რეპუტაცია ფართო ასორტიმენტის პროდუქტებზე, რომლებიც განკუთვნილია სამრეწველო, არქიტექტურულ-საამშენებლო პროფესიონალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად .

დღეს VERNILAC S.A  არის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი საღებავებისა და ლაქების საბერძნეთში და მისი სავაჭრო ნიშანი ასოცირდება მაღალი ხარისხის პროდუქტებთან.

ძალიან თანამედროვე და დახვეწილი პროდუქციის ქარხანა, საუკეთესო მომსახურების ფორმა და ფართო ტექნიკური მხარდაჭერა ეს ვერნილაკის გაუმჯობესებული პირობების რამდენიმე მხარეა. დღეს კომპანიის მომსახურება ვრცელდება საბერძნეთის ოთხ გეოგრაფიულ რეგიონში, რომლებიც მთლიანობაში ფარავენ 104 000მ². შენობები განთავსებული 35000მ²-ზე და გამოყენებულია პროდუქციის შესანახად, კვლევისა და განვითარებისთვის, ტექნიკური მომსახურებისა და დახმარებისთვის, ასევე ნედლეულის დასასაწყობებლად და მზა პროდუქციის დისტრიბუციისათვის.

50 წლიანი მუშაობის შედეგად კომპანიამ აჩვენა სწრაფი ზრდა იმ ტექნიკური და გამოცდილი კადრების წყალობით, რომლებიც თავდაუზოგავად და ინტენსიურად მუშაობდნენ რათა დაეკმაყოფილებინათ მომხმარებლის მოთხოვნილება.  კომპანიის ხერხემალს კვლევისა და განვითარების განყოფილებას ხელი მიუწვდება ყველა მოწინავე აპარატურასთან, წარმოების შესამსუბუქებლად, რადგანაც ინოვაციური ტექნოლოგიისა და გონივრული ბიზნეს პრაქტიკის ერთობლიობა ვერნილაკისთვის მომგებიანი სტრატეგია აღმოჩნდა. შემოქმედებითი აზროვნება, თავდადებული მოსამსახურე პერსონალი და ხარისხიანი რესურსები არის ის რასაც ვერნილაკი ეყრდნობა მომავალი განვითარებისთვის.

ვერნილაკმა განავითარა და განავრცო გაყიდვების ქსელი და მაღალკვალიფიცირებული ტექნიკური დახმარების პერსონალი, რომლებიც მთელ მსოფლიოში ოპერირებენ. ჩვენი ტექნიკური მრჩეველების განუწყვეტელი მხარდაჭერა უზრუნველყობს მომხმარებლის საჭიროების დაუყოვნებლივ და გარანტირებულ გადაწყვეტას.

ამჟამად ვერნილაკი აწარმოებს პროდუქტების უზარმაზარ ასორტიმენტს და ყოველი კლიენტის საჭიროებისა და მოთხოვნილებების გადაწყვეტას უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიური და ხარისხიანი პროდუქტებით.