მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
VERADUR UNIVERSAL MICRO PRIMER
VERADUR UNIVERSAL MICRO PRIMER აკრილის, წყალზე ბაზირებული, მიკრონიზებული გრუნტია ექსტერიერისა
თუ ინტერიერისათვის და გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიით, ღრმა შეღწევადობით, აღმდგენი და დამაბალანსებელი
თვისებებით. როგორც შემაკავშირებელი გრუნტი, განსაკუთრებით რეკომენდებულია ყოველი ახალი თუ ძველი
ზედაპირისათვის, როგორიცაა: თაბაშირი, ბეტონი, აგური, აზბესტო-ცემენტი, MDF, თაბაშირ-მუყაო თუ სხვა
სამშენებლო მასალა, რაც ემულსიის ან აკრილის საღებავის საფარით უნდა დაიფაროს. მისი გამდიდრებული
ფორმულა მიკროსკოპული ნანოსინთეზის კომბინაციით უზრუნველყოფს ფორებში დამატებით, კიდევ უფრო
ღრმა შეღწევადობასა და ძლიერ მოჭიდებას ნებისმიერ ზედაპირზე. იგი იდეალური პროდუქტია ისეთი ფორიანი
ზედაპირის დასაბალანსებლად, იზოლირებისა და გასათანაბრებლად, რომელიც კირით ან დაბალი ხარისხის
საღებავითაა დაფარული. VERADUR UNIVERSAL MICRO PRIMER-ის შერევა შესაძლებელია ღია ტონის ფერებში, რაც
ხელს უწყობს გრუნტის ფენის ზედაპირის უკეთეს ხილვადობას. მისი მოხმარება მარტივია, ზედაპირზე ნაწილდება
თანაბრად, ერთგვაროვნად და ქმნის ძლიერ და გამძლე ფენას, რაც უზრუნველყოფს იდეალურად თანაბარ ზედაპირს
და გაუმჯობესებულ მოჭიდებას ყველა საბოლოო საფარისათვის. VERADUR UNIVERSAL MICRO PRIMER-ს გააჩნია
უმნიშვნელო სუნი, განსაკუთრებით რეკომენდებულია ინტერიერისა და ექსტერიერის ნებისმიერ კედელსა და
ნაკლებად ვენტილირებადი შენობების ინტერიერისათვის. იგი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა გრუნტს.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./10-15მ² ერთ ფენაზე. დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურაზე,
პროდუქტის გაზავებასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 4 საათის შემდეგ. ცივი ან
ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: გამჭვირვალე - რძისფერი. VERADUR UNIVERSAL MICRO PRIMER შესაძლებელია აირიოს VERNILAC-ის
COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით გრუნტის ფენის ზედაპირის უკეთესი ხილვადობის მიზნით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ
მსგავსი პროდუქტები