მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
VERADUR A100
VERADUR A-100 ნახევრად გამჭვირვალე, 100% აკრილის ფისის შემცველობის წყალზე ბაზირებული გრუნტი
იდეალურია ექსტერიერისა და ინტერიერისათვის. გამოიყენება, როგორც ზედაპირის გასასწორებელი
გრუნტი, რათა უზრუნველყოს აკრილის თაბაშირის, განსხვავებული სტრუქტურის მქონე ფილების,
ლატექსისა და აკრილის საღებავების ძლიერი მოჭიდება, სხვადასხვა ფორიან თუ არაერთგვაროვან
ზედაპირებზე, როგორიცაა: ბეტონი, აგურისა და ქვის წყობა, თაბაშირი, თაბაშირ–მუყაო და სხვ. იგი ღრმად
აღწევს ფორებში და წარმოქმნის ძლიერ და გამძლე შემაკავშირებელ ფენას ზედაპირსა და მასზე გადასმულ
სხვადასხვა საფარს შორის. მისი გამოყენება მარტივია, წასმის დროს ზედაპირზე შხეფებად არ ედება,
უზრუნველყოფს იდეალურ გაშლას, ღრმად აღწევს ფორებში, გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიით და შედეგად
ქმნის გამძლე, მოქნილ და ტუტეებისადმი რეზისტენტულ ზედაპირს. VERADUR A-100-ს გააჩნია უმნიშვნელო
სუნი, გამოირჩევა ზედაპირზე სწრაფი გავრცელების უნარით და უზრუნველყოფს ისეთ ერთგვაროვან
ზედაპირს, რაზედაც საბოლოო ფენის წასმა უფრო იოლი და თანაბარია. იგი ეკოლოგიურად სუფთა გრუნტია.
გამოიყენება: ექსტერიერსა და ინტერიერში ახალ თუ ძველ ფორებიან და არაერთგვაროვან ზედაპირზე:
ბეტონი, აგურისა და ქვის წყობა, თაბაშირი, თაბაშირ–მუყაო და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./15-20მ² ერთ ფენაზე. დამოკიდებულია ზედაპირის
სტრუქტურაზე, პროდუქტის გაზავებასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 2-3 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია ნახევრად გამჭვირვალე.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები