მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
SPATOCRYL ELASTIC
SPATOCRYL ELASTIC კიდევ უფრო მოქნილი, წყალზე ბაზირებული აკრილის ფითხია. მისი გამოყენება
იდეალურია ბზარებისა და გადაბმის წერტილებისათვის კედლებზე, სახურავებზე და ექსტერიერისა და
ინტერიერის ნებისმიერ ზედაპირზე, როგორიცაა: ბეტონი, თაბაშირი, ხე, აგური, MDF, თაბაშირ-მუყაო და
სხვ. გამოირჩევა განსაკუთრებული ადჰეზიის უნარით და უძლებს ტემპერატურის ფართო დიაპაზონს (-20oC-
დან +130-მდე). ზედაპირზე ნაწილდება მარტივად, თანაბრად და ერთგვაროვნად, გააჩნია განსაკუთრებული
ამოვსების უნარი და უზრუნველყოფს ზედაპირის ხანგრძლივ დაცვას. SPATOCRYL ELASTIC-ის გამოყენება
მარტივია, გააჩნია ძლიერი წინააღმდეგობა ულტრაიისფერი რადიაციის, ნესტისა და ყინვის მიმართ.
გამოიყენება: ექსტერიერის ყველა ბზარსა და გადაბმის წერტილზე კედლებზე, სახურავებზე, ტერასებზე
და ბეტონის, თაბაშირის, აზბესტო-ცემენტის, MDF, ხის და სხვ. ზედაპირებზე.
შრობის ხანგრძლივობა: დამოკიდებულია წასმის დროს გარემო პირობებზე (ტემპერატურასა და
შესაბამის ტენიანობაზე), აგრეთვე გამოყენებული ფითხის რაოდენობაზე. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 8oC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი.
დაფასოება: 350 გ. / 700 გ.
მსგავსი პროდუქტები