მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
DECOPAL
ეკონომიური ემულსიური საღებავი ზოგადი მოხმარებისათვის გამოიყენება შენობების ინტერიერის
ზედაპირებისათვის, როგორიცაა: კედელი, ჭერი, საწყობი, საფეხურები და სხვ. DECOPAL ყველაზე
ეკონომიური გადაწყვეტილებაა ინტერიერის ყოველი ისეთი ელემენტების დაცვისა და დეკორისათვის,
რომლებიც ხშირ ღებვას მოითხოვენ, კერძოდ: სკოლები, სასტუმროები, საავადმყოფოები, ქარხნები და სხვ.
მისი მოხმარება მარტივია, თანაბრად ნაწილდება ნებისმიერ ახალ თუ ძველ ზედაპირზე: თაბაშირი, ბეტონი,
ხე, აგური და სხვ. DECOPAL ქმნის ლამაზ, გლუვ საბოლოო ფენას, გამოირჩევა განსაკუთრებული სითეთრით,
მაღალი დაფარვის უნარით, გავრცელების კარგი ხარისხით, ზედაპირზე საუკეთესო გაშლითა და მარტივი
მოხმარებით.
გამოიყენება: ყოველ ახალ და შეღებილ ზედაპირზე ინტერიერში: ბეტონი, თაბაშირი, თაბაშირ–მუყაო, ხე
და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ² ერთ ფენაზე, სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 60 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 3 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი. DECOPAL შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით
ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 3 ლ. / 9 ლ.
მსგავსი პროდუქტები