მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
SUPERPAL ECO
უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა ემულსიური საღებავი ინტერიერში გამოსაყენებლად.
საბერძნეთის საბჭოს მიერ სერთიფიცირებულია ეკო-მარკირების პრემიებით (ASAOS) და სრულად
აკმაყოფილებს ევროკავშირის ეკო-მარკირების საბჭოს კრიტერიუმებს (EUEB). SUPERPAL ECO წარმოქმნის
ეკოლოგიურად სუფთა ზედაპირს, უსუნოა და არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა ამიაკი,
მძიმე მეტალი, არომატიზირებული ნახშირწყალი და სხვ. SUPERPAL ECO გამოირჩევა თავისი სითეთრით,
დაფარვის უნარით, განსაკუთრებული გამძლეობით რეცხვისადმი (EN 13300) და მდგრადია მკაცრ ბუნებრივ
პირობებში. SUPERPAL ECO გამოირჩევა მარტივი მოხმარებით, ზედაპირზე თანაბარი გაშლით, თეთრი და
ნათელი ფერებით, სწრაფი შრობით, ძლიერი ადჰეზიით და ქმნის ხანძარსაწინააღმდეგო ზედაპირს, რაც ხელს
უშლის და ანელებს ხანძრის გავრცელებას.
გამოიყენება: ყოველ ახალ და შეღებილ ზედაპირზე ინტერიერში: ბეტონი, თაბაშირი, თაბაშირ-მუყაო,
აგურისა და ქვის წყობა და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 30-60 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 3-4
საათის შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი, რომელიც ირევა შესაბამის APEO Free & VOC Free პიგმენტებში.
SUPERPAL ECO შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით ფერში VERNILAC-ის COLOR
CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები