მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
NOVOPAL
NOVOPAL იმ პროფესიონალების არჩევანია, ვისაც სურს დიდი გამძლეობისა და მაღალი დაფარვის უნარის
მქონე საღებავი. ზედაპირზე ესმება სწრაფად, გლუვად და ერთგვაროვნად, ირეცხება მარტივად, არ
ხუნდება და ხანგრძლივად უნარჩუნებს ზედაპირს სილამაზეს. NOVOPAL წარმოადგენს შესანიშნავ ლატექსს
ინტერიერში ახალი სახლებისათვის, გადაღებვისათვის, ბინებისა და კომერციული შენობებისათვის.
გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიის უნარით, წასმის დროს შხეფებად არ ედება, სწრაფად შრება, რეცხვის მიმართ
გამძელეა და ფერის მდგრადობასთან ერთად გააჩნია ძლიერი დაფარვის უნარი. NOVOPAL–ს გააჩნია
ხანძარსაწინააღმდეგო თვისება და ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას.
გამოიყენება: საცხოვრებელ და კომერციულ ფართებში, სადაც სასურველია საღებავის განსაკუთრებული
თვისებები, გლუვი საბოლოო ფენა და მაქსიმალური შედეგი. გამოიყენება ახალ ან შეღებილ კედელზე,
თაბაშირზე, თაბაშირ-მუყაოზე, აგურისა და ქვის წყობის ზედაპირზე; ახალ ან შეღებილ აკუსტიკურ ჭერზე.
იდეალურია ისეთი ზედაპირისათვის, რაც მოითხოვს დიდ გამძლეობასა და ფერის მდგრადობას. საღებავის
შრობის დრო ზედაპირის გარეცხვამდე - 2 კვირა.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურაზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. საღებავის მოხმარებისა და შრობის
დროს ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 8°C.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი. NOVOPAL შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით
ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 9 ლ.
მსგავსი პროდუქტები