მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
VERADUR
გამჭვირვალე, წყალზე ბაზირებული აკრილის გრუნტი იდეალურია კედლისა და ნებისმიერი ახალი თუ
ძველი ზედაპირისათვის, როგორიცაა: თაბაშირი, აგური, ცემენტი, აზბესტო-ცემენტი, MDF, ხე და თაბაშირ-
მუყაო. იგი გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიის უნარით, მაღალი ელასტიურობით, აღწევს ღრმად როგორც ახალ,
ასევე ძველ ზედაპირში წარმოქმნის რა მკვრივ და გამძლე ფენას აკრილის ყველა საღებავის გამოსაყენებლად.
გამდიდრებული ფორმულის საშუალებით უზრუნველყოფს ზედაპირზე თანაბარ გაშლას და საუკეთესო
მოჭიდებას. VERADUR CLASSIC იდეალური პროდუქტია, როგორც ფორიანი ზედაპირის იზოლაციისთვის,
ასევე კირით ან დაბალი ხარისხის საღებავით დაფარული ზედაპირისათვის. VERADUR CLASSIC
ეკოლოგიურად სუფთა და უსუნო პროდუქტია, რაც იძლევა მისი, როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში
გამოყენების საშუალებას, განსაკუთრებით კი რეკომენდებულია ნაკლებად ვენტილირებად ადგილებში.
გამოიყენება: ექსტერიერის კედლებზე და ნებისმიერ ახალ თუ ძველ ზედაპირზე: ხე, აგური, თაბაშირი,
ცემენტი, აზბესტო-ცემენტი, MDF და თაბაშირ-მუყაო.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./16–20მ², სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურაზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 60 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 4-5 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: გამჭვირვალე.
დაფასოება: 1 ლ. / 5 ლ.
მსგავსი პროდუქტები