მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
EXPRESS WOOD GLUE
გაძლიერებული ხის გამჭვირვალე წებო გამოიყენება ინტერიერში. იგი უსუნოა, არ საჭიროებს გამხსნელს და
შრობის შემდეგ ხდება გამჭვირვალე. ზედაპირზე ნაწილდება სწრაფად და უზრუნველყოფს მკვრივ, დრეკად
და ეფექტურ შეერთებას ხის ზედაპირზე ლაქების დატოვების გარეშე. ATLACOLL 04 EXPRESS ელასტიურია,
გამოირჩევა მდგრადობით ვიბრაციის, დარტყმისა და გაჭიმვის დროს და უძლებს ტემპერატურის ფართო
დიაპაზონს +120
°C-დან -10°C-მდე. ATLACOLL 04 EXPRESS აწებებს ნებისმიერი ტიპის რბილ და მყარ ხეს,
დაპრესილ ხეს, ფანერას, MDF და სხვ. აგრეთვე იდეალურია ხის კონსტრუქციებისათვის. მისი გამოყენებით
ასევე შესაძლებელია შეაწებოთ პენოპლასტი, მუყაო, თაბაშირ-მუყაო, ქაღალდი და სხვ.
გამოიყენება: ყველა ტიპის რბილ და მყარ ხეზე, დაპრესილ ხეზე, ფანერაზე, MDF, სხვ. და ხის სხვადასხვა
კონსტრუქციებზე კოტებით შესაერთებლად. ასევე შესაძლებელია შეაწებოთ პენოპოლასტი, მუყაო, თაბაშირ–
მუყაო, ქაღალდი და სხვ.
მოხმარება: 140-200გ./1მ². დამოკიდებულია ხის სახეობაზე, შეერთებისა და გადაბმის ტიპზე.
შრობის ხანგრძლივობა: მოქმედებას იწყებს დაახლოებით 15-25 წუთში. დამოკიდებულია ტემპერატურასა
და ტენიანობაზე. ATLACOLL 04 EXPRESS -ის სრულ ამოქმედებასა და გააქტიურებამდე დაიცადეთ 24 საათი.
მოხმარებისა და შრობის დროს ტემპერატურა უნდა აღემატბოდეს 5ºC. მოხმარებისა და შრობის დროს
ზედაპირის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10%.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი, რომელიც შრობის შემდეგ ხდება გამჭვირვალე.
დაფასოება: 5კგ. / 20კგ.
მსგავსი პროდუქტები