მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
ACRYLIC MATT
პრემიუმ 100% აკრილის საფარი სპეციალურად შექმნილია ექსტერიერისათვის. იგი შეიცავს მაღალი
ხარისხის აკრილის ფისს, რომელიც გამოირჩევა ზედაპირის ხანგრძლივი დაცვითა და გამძლეობით.
ზედაპირზე ნაწილდება თანაბრად, მისი მოხმარება მარტივია, გამოირჩევა მაღალი დაფარვის უნარით და
უზრუნველყოფს განსაკუთრებით თეთრ და გამძლე საბოლოო ფენას. სპეციალური სინთეზის გამო, ACRYLIC
MATT-ით დაფარული ზედაპირი უძლებს ხშირ რეცხვას, მკაცრ ბუნებრივ პირობებს და არ ყვითლდება. იგი
იცავს და ალამაზებს ყოველ ახალ თუ დაძველებულ ზედაპირს, როგორიცაა: ბეტონი, თაბაშირი, აგური,
აგურისა და ქვის წყობა, თაბაშირ-მუყაო, აზბესტო-ცემენტი, ხე და სხვ. ძლიერი, გამძლე და ელასტიური
საფარი იცავს ზედაპირს წვიმისგან, ქარისგან, ულტრაიისფერი რადიაციისგან, ნესტისგან, თოვლის,
ყინვისა და ატმოსფერული დაბინძურებისაგან. იდეალურია მთებში და სანაპირო ზონებში განლაგებული
სასტუმროებისა და შენობების ექსტერიერის დასაცავად. ACRYLIC MATT უზრუნველყოფს ლამაზ და გლუვ
საბოლოო ფენას, რომელიც წარმოადგენს წყალგაუმტარ ფენას და ანიჭებს ზედაპირს სუნთქვის საშუალებას.
გამოიყენება: ექსტერიერის ყოველ ახალ და შეღებილ ზედაპირზე: ბეტონი, აგური, თაბაშირი, თაბაშირ-
მუყაო, ქვისა და აგურის წყობა, ხე და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ2, სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. საღებავის მოხმარებისა და შრობის
დროს ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი. ACRYLIC MATT შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი
რაოდენობით ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 9 ლ.
მსგავსი პროდუქტები