მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
HIDROMAT GEL
წყალზე ბაზირებული, ზედაპირის შემათეთრებელი გელი იდეალურია ინტერიერის ისეთი სამუშაოებისათვის,
როდესაც ზედაპირის თვისებები, როგორებიცაა - რეცხვისადმი გამძლეობა, ლაქებისა და ჭუჭყის შეწოვა არ
მოითხოვება. ზედაპირის ჩვეულებრივი შემათეთრებლებისგან განსხვავებით HIDROMAT GEL არ იშლება.
გაუმჯობესებული გელის ფორმულის საშუალებით წასმის დროს შხეფებად არ ედება, შესანიშნავად
გადმოდინდება, ადვილად სწორდება ზედაპირზე, გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიით (ცარციან ზედაპირზეც
კი) და ქმნის თანაბარ, გლუვ და ხავერდოვან საბოლოო ფენას. HIDROMAT GEL არ ახშობს ზედაპირის
ფორებს, არამედ აძლევს მათ ნორმალური „სუნთქვის“ საშუალებას და უზრუნველყოფს წყლის ორთქლის
მაღალ გამტარიანობას. ყოველივე ეს აერთიანებს შესანიშნავ დაფარვას, თანაბარ, ერთგვაროვან და მარტივ
მოხმარებას, რის შედეგადაც ვიღებთ განსაკუთრებით თეთრ ზედაპირს. იგი ძალიან ეკონომიური საღებავი და
საიმედო გადაწყვეტილებაა ყველა პროფესიონალისთვის, ვისაც სურს გადაახალისოს და განაახლოს ახალი თუ
ძველი ზედაპირები, რომლებიც ადრე შეღებილი იყო კირით, შემათეთრებლით ან ცელულოზაზე ბაზირებული
პროდუქტებით. HIDROMAT GEL არ შეიცავს ამიაკს, უსუნო და უვნებელია მომხმარებლისა და გარემოსათვის.
გამოიყენება: ინტერიერში ახალ და ძველ, კარგ მდგომარეობაში მყოფ ზედაპირებზე: ჭერი, სარდაფი, საწყობი,
საცავი, კიბის უჯრედი და სხვ., სადაც ზედაპირის ისეთი თვისებები, როგორებიცაა რეცხვისადმი გამძლეობა,
ლაქისა და ჭუჭყის შეწოვა არ მოითხოვება.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², ერთ ფენაზე, სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დაფარვა დამოკიდებულია ზედაპირის შეწოვის უნარზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3 საათის შემდეგ.
ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი. მისი შერევა შესაძლებელია SUPERPAL-ის 8 ძირითად ფერთან.
დაფასოება: 3 ლ. / 9 ლ.
მსგავსი პროდუქტები