მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
SUPERPAL ECO KITCHEN&BATH
უმაღლესი ხარისხის ემულსიური საღებავი, ინტერიერში გამოსაყენებლად. შეიცავს სპეციალურ ფუნგიციდურ
ნივთიერებას, რომელიც ეფექტურად უშლის ხელს სოკოს, ობისა და ბაქტერიების გამრავლებას ნესტიან და
ორთქლიან ადგილებში, როგორიცაა სამზარეულო, აბაზანა, საპირფარეშო, ჭერი, სარდაფი, საკვები დანიშნულების
საწარმოები, სამრეცხაოები და სხვ. საბერძნეთის საბჭოს მიერ სერთიფიცირებულია ეკო-მარკირების პრემიებით
(ASAOS) და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ეკო-მარკირების საბჭოს კრიტერიუმებს (EUEB). სპეციალური
სინთეზის გამო SUPERPAL ECO KITCHEN & BATHROOM გარემოსთვის უვნებელია, წარმოქმნის ეკოლოგიურად სუფთა
ზედაპირს, უსუნოა და არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა ამიაკი, მძიმე მეტალი, არომატიზირებული
ნახშირწყალი და სხვ. გამოირჩევა თავისი სითეთრითა და დაფარვის უნარით, განსაკუთრებული გამძლეობით
რეცხვისადმი (EN 13300) და მდგრადია მკაცრ ბუნებრივ პირობებში. SUPERPAL ECO KITCHEN & BATHROOM
გამოირჩევა მარტივი მოხმარებით, ზედაპირზე თანაბარი გაშლით, სწრაფი შრობით, ძლიერი ადჰეზიით და ქმნის
ხანძარსაწინააღმდეგო ზედაპირს, რაც ხელს უშლის და ანელებს ხანძრის გავრცელებას.
გამოიყენება: ყოველ ახალ და შეღებილ ზედაპირზე ინტერიერში: ბეტონი, თაბაშირი, თაბაშირ-მუყაო, ხე, სხვ. და
ობისადმი მიდრეკილ აგურისა და ქვის წყობის ზედაპირზე.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², ერთ ფენაზე, EN ISO 6504-1 სტანდარტის შესაბამისად, სათანადოდ
მომზადებულ ზედაპირზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 30-60 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 3-4 საათის შემდეგ. ცივი
ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი, რომელიც ირევა შესაბამის APEO Free & VOC Free პიგმენტებში. SUPERPAL
ECO KITCHEN & BATHROOM შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით ფერში VERNILAC-ის COLOR
CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები