მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
AQUACARE
გამჭვირვალე, წყალზე ბაზირებული აკრილის ლაქი გამოიყენება ინტერიერში დეკორატიული გაფორმებისა
და განსაკუთრებით კი ექსტერიერში ხის ზედაპირისათვის, როგორიცაა: კარი, ფანჯარა, დარაბები, ღობე,
ბაღის ავეჯი და სხვ. იგი უზრუნველყოფს მოქნილ და წყალგამძლე ზედაპირს, რომელიც ხანგრძლივად
უნარჩუნებს ზედაპირს სილამაზეს. AQUACARE ზედაპირზე ნაწილდება მარტივად, თანაბრად და
ერთგვაროვნად, გამოირჩევა კარგი დაფარვის უნარით და გააჩნია განსაკუთრებული თვისებები მკაცრი
ბუნებრივი პირობების მიმართ, როგორიცაა ულტრაიისფერი რადიაცია, ნესტი და ყინვა, ამდიდრებს ხის
სტრუქტურას და უზრუნველყოფს იდეალურ საბოლოო ფენას. AQUACARE ეკოლოგიურად სუფთა და
უსუნო პროდუქტია, შეიცავს ულტრაიისფერ ფილტრებს, რომელებიც იცავენ ზედაპირს ულტრაიისფერი
რადიაციისაგან.
გამოიყენება: ნებისმიერი ინტერიერის და განსაკუთრებით ექსტერიერის ხის ზედაპირზე.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./9-12მ². დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურასა და
მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 45-60 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 2-3
საათის შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის
დროს ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 8οC.
ზედაპირის ბზინვარების დონე: ხელმისაწვდომია პრიალა (85%) და ნახევრად პრიალა (35%) საბოლოო
ფენა.
ფერები: ხელმისაწვდომია 88 განსხვავებული ფერი MODERN & CLASSIC-ის ხის ფერთა კატალოგიდან.
დაფასოება: 750 მლ. / 2,5 ლ. / 10 ლ
მსგავსი პროდუქტები