მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
BETACRYL
მაღალი ხარისხის, წყალზე ბაზირებული აკრილის საფარი გამოიყენება ინტერიერსა და ექსტერიერში
ტუტოვან ზედაპირზე, როგორიცაა: ბეტონი, თაბაშირი, აზბესტო-ცემენტი, აგური და სხვ. შედგენილია
სპეციალურად შერჩეული აკრილის პოლიმერებითა და პიგმენტებით ხანგრძლივი დაცვისა და ფერის
შენარჩუნების მიზნით და გამოირჩევა დიდი გამძლეობით მკაცრი ბუნებრივი პირობების მიმართ -
ულტრაიისფერი რადიაცია, მჟავური წვიმა, სმოგი, თოვლი, ზღვის წყალი და სხვ. განსაკუთრებით
მდგრადია ნესტის, წვიმისა და თოვლის მიმართ, რის გამოც იდეალური საფარია სანაპირო და ქალაქგარე
კონსტრუქციებისათვის.
გამოიყენება: ექსტერიერის ყოველ ახალ და შეღებილ ზედაპირზე: ბეტონი, აგური, თაბაშირი, თაბაშირ-
მუყაო, ქვისა და აგურის წყობა, ხე და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ2, სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1-2 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3-4 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. საღებავის მოხმარებისა და შრობის
დროს ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი, მუქი რუხი და წითელი ფერები.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები