მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
TITANIUM STAINS
მაღალი ხარისხის, ნახევრად გამჭვირვალე დეკორატიული ხის ფერი შექმნილია სპეციალურად ხის ავეჯისა
და ინტერიერის ყველა სახის ხის ზედაპირის მქონე ელემენტის შესაღებად. TITANIUM WOOD STAINS
ამდიდრებს ხის ზედაპირს, შრება სწრაფად და შეღებვის შედეგად ერთფეროვნებას ანიჭებს განსხვავებული
ხის ზედაპირის მქონე ავეჯს. ზედაპირზე ნაწილდება მარტივად, თანაბრად და ერთგვაროვნად, უნარჩუნებს
ზედაპირს პირვანდელ სახეს, არ აზიანებს ხის ზედაპირის სტრუქტურას და არ ზიანდება პოლიურეთანის,
ნიტროცელულოზის, წყალზე ბაზირებული გრუნტის ფენისა და ლაქის გამოყენებისას. შესაძლებელია
TITANIUM WOOD STAINS -ის ფერების შერევა, რაც პროფესიონალებს (არქიტექტორებს, დიზაინრებს და სხვ.)
აძლევს საკუთარი სასურველი უნიკალური ფერის მიღების საშუალებას. იგი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს
და წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. TITANIUM WOOD STAINS განსაკუთრებით ეფექტურია
ფერთა სხვაობის დასაფარად ერთსა და იმავე ხის ან ავეჯის ელემენტების ზედაპირზე, რაც გამოწვეულია
განსხვავებული სტრუქტურისა და სახეობის ხის მასალის გამოყენებით.
გამოიყენება: ინტერიერში ავეჯსა და ხის ნებისმიერ ზედაპირზე.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1კგ./4-6მ². დამოკიდებულია ხის შეწოვის უნარსა და მოხმარების
მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 20 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 4-24 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 5οC.
ფერები: ხელმისაწვდომია 88 განსხვავებული ფერი MODERN & CLASSIC-ის ხის ფერთა კატალოგიდან.
დაფასოება: 0,80 კგ. / 2,40 კგ.
მსგავსი პროდუქტები