მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
RELIEF
RELIEF განსაკუთრებით მყარი სტრუქტურის მქონე საღებავია, რომლის გამოყენება შესაძლებელია ბეტონის,
თაბაშირის, ხის, აზბესტო–ცემენტის, აგურისა და სხვა ნებისმიერი ინტერიერისა თუ ექსტერიერის
ზედაპირზე. იგი წარმოქმნის მკვრივ და დრეკად საბოლოო ფენას, რომელიც ხანგრძლივად იცავს ზედაპირს
მკვეთრი ბუნებრივი პირობების დროს და უნარჩუნებს მას სილამაზეს. RELIEF–ს გააჩნია ძლიერი ადჰეზიის
უნარი და შესანიშნავად ფარავს ზედაპირზე არსებულ დეფექტებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ახალ თუ
შეღებილ ზედაპირზე დეკორატიული მიზნებისათვის.
გამოიყენება: ინტერიერისა და ექსტერიერის ყველა სახის ზედაპირზე: ბეტონი, თაბაშირი, ხე, აზბესტო–
ცემენტი, აგური და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1კგ./1-2მ², სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სასურველ სტრუქტურაზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 2-6 საათში. ცივი ან ნესტიანი ამინდის
პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი. მისი შერევა შესაძლებელია SUPERPAL–ის 8 ძირითად ფერთან.
დაფასოება: 5 კგ. / 15 კგ
მსგავსი პროდუქტები