მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
DUROPAL ECO
ეკონომიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ემულსიური საღებავი უმაღლესი დაფარვის უნარით განკუთვნილია
ზედაპირის დაცვისა და დეკორატიული გაფორმებისათვის ინტერიერში კედელზე ან აგურისა და ქვის
წყობის სტრუქტურის ზედაპირზე. საბერძნეთის საბჭოს მიერ სერთიფიცირებულია ეკო-მარკირების
პრემიებით (ASAOS) და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ეკო-მარკირების საბჭოს კრიტერიუმებს
(EUEB). სპეციალური სინთეზის გამო DUROPAL ECO წარმოადგენს გარემოსათვის უვნებელ საღებავს,
წარმოქმნის ეკოლოგიურად სუფთა ზედაპირს, უსუნოა და არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა
ამიაკი, მძიმე მეტალი, არომატიზირებული ნახშირწყალი და სხვ. გამოიყენება მარტივად, ზედაპირზე იშლება
თანაბრად, ერთგვაროვნად და წარმოქმნის ლამაზ გლუვ საბოლოო ფენას შეხებისას სირბილის შეგრძნებით.
DUROPAL ECO-ს გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო თვისება, აფერხებს ცეცხლის გავრცელებას, გამოირჩევა
მაღალი დაფარვის უნარით და უძლებს მკაცს ბუნებრივ პირობებს.
გამოიყენება: ყოველ ახალ და შეღებილ ზედაპირზე ინტერიერში: ბეტონი, თაბაშირი, თაბაშირ–მუყაო, ხე,
სხვ. და აგურისა და ქვის წყობის ზედაპირი.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², ერთ ფენაზე, EN ISO 6504-1 სტანდარტის შესაბამისად,
სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 30-60 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 3-4
საათის შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი,რომელიც ირევა შესაბამის APEO Free & VOC Free პიგმენტებში.
DUROPAL ECO შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით ფერში VERNILAC-ის COLOR
CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 9 ლ.
მსგავსი პროდუქტები