მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
SUPERPAL ECO VELVET FINISH
უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ემულსიური საღებავი უზრუნველყოფს მდიდრულ ნახევრად
პრიალა და ხავერდოვან საბოლოო ფენას. გამოირჩევა ერთგვაროვანი და გლუვი ზედაპირით და
განსაკუთრებით დიდი გამძლეობით ხშირი რეცხვის (EN 13300 - Class 1) და საყოფაცხოვრებო ქიმიისა და
მკაცრი ბუნებრივი პირობების მიმართ. საბერძნეთის საბჭოს მიერ სერთიფიცირებულია ეკო-მარკირების
პრემიებით (ASAOS) და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის ეკო-მარკირების საბჭოს კრიტერიუმებს
(EUEB). სპეციალური სინთეზის გამო SUPERPAL ECO VELVET FINISH გარემოსთვის უვნებელია, წარმოქმნის
ეკოლოგიურად სუფთა ზედაპირს, უსუნოა და არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა: ამიაკი, მძიმე
მეტალი, არომატიზირებული ნახშირწყალი და სხვ. გამოირჩევა თავისი სითეთრით, დაფარვისა და ძლიერი
ადჰეზიის უნარით. მისი მოხმარება მარტივია და ახასიათებს სწრაფი შრობა. SUPERPAL ECO VELVET FINISH
წარმოქმნის ძლიერ ხავერდოვან ზედაპირს, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს სილამაზეს, გამოირჩევა
ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებით, რაც ხელს უშლის და ანელებს ხანძრის გავრცელებას.
გამოიყენება: ყოველ ახალ და შეღებილ ზედაპირზე ინტერიერში: ბეტონი, თაბაშირი, თაბაშირ-მუყაო, ხე, სხვ.
და აგურისა და ქვის წყობის ზედაპირზე.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², ერთ ფენაზე, EN ISO 6504-1 სტანდარტის შესაბამისად,
სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 30-60 წუთში. შემდეგი ფენა ესმება 3-4
საათის შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი, რომელიც ირევა შესაბამის APEO Free & VOC Free პიგმენტებში.
SUPERPAL ECO VELVET FINISH შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით ფერში VERNILAC-ის
COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ
მსგავსი პროდუქტები