მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
SUPERPAL
უმაღლესი ხარისხის ექსტერიერის და ინტერიერის ემულსიური საღებავი განსაკუთრებული სითეთრითა
და დაფარვის უნარით გამოირჩევა, ხანგრძლივად ინარჩუნებს ფერს და მარტივად, გლუვად და თანაბრად
ნაწილდება ნებისმიერ ახალ თუ ძველ ზედაპირზე, როგორიცაა: ბეტონი, თაბაშირი, ხე, აგური, აზბესტო-
ცემენტი, სხვ. და უზრუნველყოფს ლამაზ, ხავერდოვან და გლუვ საბოლოო ფენას. SUPERPAL CLASSIC
გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიის უნარით, შრება სწრაფად და წარმოქმნის ზედაპირს არაჩვეულებრივი
გამძლეობით ხშირი რეცხვისადმი, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და მკაცრი ბუნებივი პირობების მიმართ.
SUPERPAL CLASSIC-ს გააჩნია ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უშლის და ანელებს ხანძრის
გავრცელებას.
გამოიყენება: ინტერიერისა და ექსტერიერის ნებისმიერ ზედაპირზე: ბეტონი, თაბაშირი, აგური, აზბესტო–
ცემენტი, ხე და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი და შეუზღუდავი რაოდენობით ფერთა არჩევანი VERNILAC-ის COLOR
CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 200 გ. / 500 გ. / 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები