მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
EPTALUX
მაღალი ხარისხის ემალის საღებავი გამოიყენება, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში ხის ზედაპირზე,
როგორიცაა: კარი, ფანჯარა, ჩარჩო, სამზარეულოს ავეჯი და სხვ. იგი მდგრადია რეცხვისადმი, გამოირჩევა
დიდი გამძლეობით მკაცრი ბუნებრივი პირობების მიმართ და ასევე გამოიყენება მეტალის ზედაპირსა და
კედელზე. EPTALUX წარმოქმნის მაღალი ელასტიურობის მქონე საბოლოო ფენას, რომელიც უზრუნველყოფს
ხანგრძლივ დაცვასა და სილამაზეს. მას გააჩნია კარგი დაფარვის უნარი,ზედაპირზე ნაწილდება თანაბრად
და ერთგვაროვნად და წარმოქმნის შესანიშნავ საბოლოო ფენას. VERNILAC-ის ფერთა შეზავების დანადგარი
უზრუნველყოფს განუსაზღვრელი რაოდენობით ფერთა არჩევანს.
გამოიყენება: ხის ყველა ზედაპირსა და კედელზე ინტერიერსა თუ ექსტერიერში.
დაფარვის უნარიანობა: 1ლ./15მ2 სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე. დამოკიდებულია ზედაპირის
სტრუქტურასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 3 საათში. შემდეგი ფენა ესმება 16 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. მოხმარებისა და შრობის დროს
ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 5οC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი - პრიალა, ნახევრად პრიალა და გლუვი საბოლოო ფენა. EPTALUX
შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი რაოდენობით ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის
საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 2,5 ლ.
მსგავსი პროდუქტები