მაღალი ხარისხის საღებავები
ძებნა
Geo Eng
სიახლეების გამოწერა
გამოწერა
კატეგორიები
პროდუქტის შეფასება:
ACRYLIC PAINT
100% აკრილის საღებავი გამოირჩევა განსაკუთრებული ფორმულით და შეიცავს სპეციალურად შერჩეულ
აკრილის პოლიმერებს ეფექტური და ხანგრძლივი დაცვისათვის. მისი მოხმარება მარტივია, ზედაპირზე
ნაწილდება თანაბრად და ერთგვაროვნად, წარმოქმნის თეთრ ხავერდოვან ზედაპირს, არ ყვითლდება,
გამოირჩევა ძლიერი ადჰეზიით და გააჩნია დიდი გამძლეობა. იდეალურია როგორც ახალი, ასევე
ექსტერიერის ძველი ზედაპირისათვის, როგორიცაა: ბეტონი, თაბაშირი, ხე, აზბესტო–ცემენტი, აგური და
სხვ. ACRYLIC PAINT განსაკუთრებით რეკომენდებულია სანაპიროს სიახლოვეს განთავსებული შენობების,
სასტუმროებისა და ნებისმიერი ექსტერიერის კონსტრუქციისათვის და მდგრადია მკაცრი ბუნებრივი
პირობების მიმართ (ულტრაიისფერი რადიაცია, თოვლი, წვიმა, სმოგი, ზღვის წყალი და სხვ.). წარმოქმნის
ერთგვაროვან და გლუვ საბოლოო ფენას მაღალი ორთქლის გამტარიანობის უნარით.
გამოიყენება: ექსტერიერის ყოველ ახალ და შეღებილ ზედაპირზე: ბეტონი, თაბაშირი, ხე, აზბესტო–
ცემენტი, აგური და სხვ.
დაფარვის უნარიანობა: დაახლოებით 1ლ./12-14მ², სათანადოდ მომზადებულ ზედაპირზე.
დამოკიდებულია ზედაპირის სტრუქტურასა და მოხმარების მეთოდზე.
შრობის ხანგრძლივობა - შემდეგი ფენა: შეხებით მშრალი 1 საათში. შემდეგი ფენა ესმება 3 საათის
შემდეგ. ცივი ან ნესტიანი ამინდის პირობებში შრობის დრო მატულობს. საღებავის მოხმარებისა და შრობის
დროს ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 10oC.
ფერები: ხელმისაწვდომია თეთრი ფერი. ACRYLIC PAINT შესაძლებელია აირიოს განუსაზღვრელი
რაოდენობით ფერში VERNILAC-ის COLOR CREATIONS დანადგარის საშუალებით.
დაფასოება: 750 მლ. / 3 ლ. / 10 ლ.
მსგავსი პროდუქტები